განახლდა
დღეს: 278 სიახლე

28 თებერვალი 2026

424 სიახლე · 21 წყარო

დღის მთავარი ამბები

აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე, დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაშავდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ქალაქ მინაბში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ბაზა აქვს.
Trialeti · 17:01
“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- ისრაელში საელჩო განცხადებას ავრცელებს
GuriaNews · 14:12
ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანში განხორციელებული დარტყმები „ძალიან წარმატებული“ იყო. ირანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.
Trialeti · 14:55
ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირანის წინააღმდეგ ორი ქვეყნის ერთობლივი დარტყმების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და ნეთანიაჰუს ფოტოს აქვეყნებს.
Trialeti · 20:09
ცენტრალურ ისრაელში ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მაგენ დევიდ ადომის ცნობით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, 17 წლის ბიჭი დაშავდა. ასევე, მედიის ინფორმაციით, დილის შემდეგ ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
Trialeti · 19:58
ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Trialeti · 21:36

ყველა სიახლე

23:00

22:00

21:00

20:00

19:00

18:00

17:00

16:00

15:00

14:00

13:00

12:00

11:00

10:00

09:00

08:00

06:00

04:00

03:00

02:00

01:00

00:00