ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა — Cnoba

GuriaNews სიახლე 28 Feb 2026, 13:57

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ორივე მათგანმა შენობის დატოვება დროულად შეძლო. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ოჯახმა ვერ მოახერხა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. The post ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა appeared first on გურია ნიუსი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
ორივე მათგანმა შენობის დატოვება დროულად შეძლო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ოჯახმა ვერ მოახერხა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

The post ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური