განახლდა
დღეს: 27 სიახლე

პოლიტიკა - tavisupleba.org

radiotavisupleba.ge ↗
პოლიტიკა - tavisupleba.org ახალი

მომავალი სასტიკი ზამთარი: რუსეთის გაძლიერებული საჰაერო დარტყმების ფონზე უკრაინელები რთული დროისთვის ემზადებიან

რუსეთი არ ავლენს იმის ნიშანს, რომ შეამცირებს საჰაერო დარტყმებს უკრაინის საცხოვრებელ სახლებზე, ხიდებზე, ელექტროსადგურებსა და სხვა ენერგოობიექტებზე. ამის ფონზე, ზამთარი სულ უფრო ახლოვდება და უკრაინელები ცივი სეზონისთვის ემზადებიან.

პოლიტიკა - tavisupleba.org

"მუდმივი სახლი" - რა გზებს პოულობენ რუსი მიგრანტები საქართველოში დასარჩენად

მართალია, ბოლო დროს რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, აღარ წავიდნენ საქართველოში, როგორც ჩანს, მეზობელი ქვეყნის მიმართ ინტერესი მაინც არ ნელდება. გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამუდამოდ დარჩენის გზებს ისევ ეძებენ.

პოლიტიკა - tavisupleba.org

ფრონტზე “გაჭედილი” კრემლის ტერორი – რას ბომბავს რუსეთი უკრაინაში და რა მიზნით?

რუსეთი, რომელმაც ფრონტზე წინსვლა ვერ შეძლო და შეტევითი პოტენციალი დაკარგა, მასირებულად ბომბავს უკრაინის ქალაქებს; ცდილობს მოსახლეობა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვოს და ქვეყანა კაპიტულაციამდე მიიყვანოს. თუმცა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ამ ტაქტიკით მოსკოვი მიზანს ვერ მიაღწევს.

პოლიტიკა - tavisupleba.org

ოქროს სამხრეები პუტინისგან, ორდენი კირილესგან… - რატომ აჯილდოებს მოსკოვი კადიროვს კომიკური გულუხვობით?

არმიის გენერლის წოდება, შინდისფერი ბერეტი, მართლმადიდებლური და მუსლიმური ორდენები, ბოლოს კი „საპატიო რკინიგზელის“ წოდება - რამზან კადიროვის 50 წლის იუბილე ჯილდოების უჩვეულო სერიად იქცა. რა პოლიტიკური გზავნილი შეიძლება იდგეს ამ დემონსტრაციული და, ერთი შეხედვით, კომიკური დაჯილდოებების უკან?

პოლიტიკა - tavisupleba.org

საქართველოში ეხმაურებიან ჰიჯაბის აკრძალვას აზერბაიჯანის სკოლებში

აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიის ნაწილის ცნობით, 200-მდე გაიზარდა 12 ოქტომბერს აზერბაიჯანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა.

პოლიტიკა - tavisupleba.org

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - ივანიშვილის მუქარა გახარიას დაცვის მხარის მტკიცებულებებში

“ჩორჩანის საგუშაგოს” საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი გახარიას დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. სხდომაზე წარმოადგინეს ტელემედიის მიერ 2019 წელს მომზადებული სიუჟეტები, რომლებიც ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში იმ დროს არსებულ რთულ ვითარებას ასახავს.

პოლიტიკა - tavisupleba.org

ზელენსკი თვლის, რომ „იანდექსზე“ დარტყმებმა კრემლის მხარდამჭერი ბოტები შეაფერხა - ექსპერტები მტკიცებულებას ეჭვით უყურებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტექნოლოგიური გიგანტის, „იანდექსის“ (Yandex) მონაცემთა ცენტრებზე უკრაინის მიერ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად შემცირდა კრემლის მომხრე იმ ინტერნეტ-ბოტების რაოდენობა, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ. ამ მოსაზრებას…

პოლიტიკა - tavisupleba.org

ჩერნობილის რადიაციული საფრთხე გაქრა? - ბელარუსი ასობით ქალაქსა და სოფელს დაბინძურებული ტერიტორიის სტატუსს უხსნის

ბელარუსი 2027 წლიდან ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაბინძურებული 177 ქალაქისა და სოფლის სტატუსის შეცვლას გეგმავს. მინსკი გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს, თუმცა ექსპერტები გადაწყვეტილების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებენ და მიუთითებენ რადიაციის ხანგრძლივ საფრთხესა და ომის შედეგად გაჩენილ ახალ რისკებზე.

პოლიტიკა - tavisupleba.org

რატომ აკრძალა რუსეთმა ქართული სასმელები და რა შუაშია "რუსოფობია"?

ლუდი, ღვინო, კონიაკი, მინერალური წყალი - რუსეთმა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხი დაიწუნა და პროდუქციის შეტანა, “სანიტარული” მიზნებით, "დროებით" აკრძალა. ეს ცნობილი სადამსჯელო ბერკეტია, რომელსაც რუსეთი პოლიტიკური მიზნებით იყენებს.

პოლიტიკა - tavisupleba.org

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - რას აჩვენებს დაცვის მხარის დოკუმენტური მტკიცებულებები

9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ საქმეში ბრალდებულის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას დაცვის მხარემ დოკუმენტური მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა.

პოლიტიკა - tavisupleba.org

რუსეთის საიდუმლო „ზამთრის გეგმა“ - 60 სამიზნე უკრაინის გასატეხად

რუსეთმა მოახლოებული ზამთრისთვის უკრაინის ენერგეტიკულ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშების გეგმა მოამზადა. მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, რომ კრემლის მიზანია ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების, მათ შორის კიევის, ხარკოვისა და ოდესის, ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვება.

პოლიტიკა - tavisupleba.org

სიღატაკით სასოწარკვეთილი ავღანელები შავ ბაზარზე საკუთარ თირკმელებს ყიდიან

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ავღანელები ვალების დასაფარად და საკვების საყიდლად თირკმელებს უკანონოდ ყიდიან. ორგანოებით ვაჭრობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ომით განადგურებული ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისს შეეჯახა.

პოლიტიკა - tavisupleba.org

უსაფრთხო თავშესაფრის გარეშე: როგორ ჰყავთ ირანსა და რუსეთს სამიზნეში ამოღებული დევნილობაში მყოფი მტრები

ავტორიტარული სახელმწიფოები, მაგალითად, რუსეთი და ირანი სულ უფრო ხშირად დევნიან თავიანთ ოპონენტებს იმის შემდეგაც კი, რაც ისინი თავშესაფარს, ერთი შეხედვით, უსაფრთხო დასავლურ ქვეყნებში პოულობენ. რადიო თავისუფლება დევნილ ოპონენტებს ესაუბრა.

პოლიტიკა - tavisupleba.org

„ომის თავიდან აცილების საშუალება“ - რა იწვევს ისლანდიის მიმართ აშშ-ის ინტერესს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ძალისხმევას განაახლებს. რუბიოს თქმით, შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეები და კონკურენტები უკვე აქტიურობენ ამ რეგიონში, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობაც სულ უფრო იზრდება.

პოლიტიკა - tavisupleba.org

„სიცოცხლის მოსპობის რისკზე პირდაპირ ვუთითებდით“ - საქართველოდან ექსტრადირებული და რუსეთში მოკლული პატიმრის ამბავი

საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული 43 წლის დმიტრი პუშკარევის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოებს წინასწარ აფრთხილებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის შესახებ.

პოლიტიკა - tavisupleba.org

ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება - ახალი სტრატეგია და საქართველო „მხოლოდ ქაღალდზე“

ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია კიდევ ერთი ევროპული დოკუმენტია, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელს აკრიტიკებს. „ქართულ ოცნებას“ არც უფრო დიდი ევროკავშირისთვის მომზადების პროექტი მოსწონს და არც ის, თუ როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოს მზაობას გაწევრებისთვის.

პოლიტიკა - tavisupleba.org

„ოცნება ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას ცდილობს“ - დებატები ევროპარლამენტში და ახალი რეზოლუციის პროექტი

7 ოქტომბერს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გამართეს.

პოლიტიკა - tavisupleba.org

ლიდა მონიავას ფენომენი - რატომ დაიხია უკან რუსეთის რეპრესიულმა სისტემამ?

მოსკოვმა ლიდა მონიავას წინააღმდეგ აღძრული საქმე მოულოდნელად შეწყვიტა - „დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის“ მიზეზით. გადაწყვეტილება გამონაკლისია რუსეთის რეპრესიულ პრაქტიკაში და აჩენს კითხვას: რატომ დაიხია სისტემამ უკან, როცა მსგავსი საქმეები, როგორც წესი, მრავალწლიანი პატიმრობით სრულდება?!

პოლიტიკა - tavisupleba.org

"დაყარეს ფარ-ხმალი” თუ "საპროცესო ყველამ უნდა გააფორმოს"? - განსხვავებული რეაქციები 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდადებულებზე

4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” საქმეში ორგანიზატორებად მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას აფორმებს, რაც ბრალის ფორმალური აღიარების გარეშე შეუძლებელია. ინფორმაციამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ორად გაყო მათი თანამოაზრეები და მხარდამჭერები.

პოლიტიკა - tavisupleba.org

რუსული ელიტის ფრენები საქართველოში: რას აჩვენებს „პროექტის“ ბაზა?

რუსულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა მასშტაბური გამოძიება იმის შესახებ, როგორ იყენებენ რუსეთის მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და მათთან დაკავშირებული პირები კერძო თვითმფრინავებს.

პოლიტიკა - tavisupleba.org

რუსული კომპიუტერები, ამერიკული ტელეფონები, ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპი - შეღწევა მძლავრი რუსული პროგრამებით. ვინ დგას ამის უკან?

რუსების კომპანიის, Oxygen Forensics-ის მიერ შექმნილ ტელეფონებში შესაღწევ მძლავრ პროგრამას აშშ-ისა და ევროპის ათობით სამთავრობო სააგენტო იყენებდა, მათ შორის FBI და საიდუმლო სამსახური. ერთ-ერთმა ყოფილმა აგენტმა ეს პროგრამა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან ათასობით წაშლილი ფაილის მოსაპოვებლად გამოიყენა.

პოლიტიკა - tavisupleba.org

„სოკარ გაზი“ vs „ყამარი მ“ - მუხიანის აგარაკებზე 4572 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

მეორე დღეა, თბილისში, მუხიანის აგარაკების 4500-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება - მიზეზი კომპანია „ყამარსა“ და „სოკარს“ შორის არსებული უთანხმოებაა.

პოლიტიკა - tavisupleba.org

რას ითხოვს გონჩარენკო - მშვიდობას თუ კაპიტულაციას?!

უკრაინაში ძალას იკრებს სკანდალი, რომელიც სახელმწიფო რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებებმა გამოიწვია. საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა მის მოსაზრებებს, რომლებიც ზოგმა კაპიტულაციის მოთხოვნად მიიჩნია, ზოგმა კი მათში რაციონალური მარცვალი დაინახა.

პოლიტიკა - tavisupleba.org

„თავში მოვარტყი“ - უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ასევე ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და 19 წლის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული

53 წლის ქალის დანაწევრებული ცხედარი საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს, ხოლო მისი 19 წლის ქალიშვილის - მკვლელის ავტოფარეხში. მოსკოვში მომხდარი საზარელი ორმაგი მკვლელობის ყველა მონაწილეს ქართული გვარი აქვს. მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილი 2014 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ დონბასში იბრძოდა.