სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28.02-02.03 პერიოდისთვის
27 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 28 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.
თებერვალი, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რყევებით გამოირჩევა, თუმცა ძირითადად სახეზეა ლარის გამყარების ტენდენცია, რაც გასულ კვირაში შეიცვალა, უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.
თებერვალში, აშშ დოლართან მიმართებაში, უცვლელად სახეზეა ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
24 თებერვალი – 2.6751;
25 თებერვალი – 2.6742;
26 თებერვალი – 2.6740;
27 თებერვალი – 2.6741.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0018 ლარით და 1 აშშ დოლარი 28 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 2.6759 ლარი ეღირება.
თებერვლის დასაწყისში, ევროსთან მიმართებაში, სახეზეა ლარის კურსის რყევები გამყარება/გაუფასურება, შუა რიცხვებიდან კი სახეზეა ძირითადად დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
24 თებერვალი – 3.1561;
25 თებერვალი – 3.1521;
26 თებერვალი – 3.1505;
27 თებერვალი – 3.1544.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0037 ლარით და 28 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1581 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში სახეზე იყო მეტნაკლებად სტაბილური კურსი, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე, უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე იყო გაუფასურება და განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 28 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6066 ლარი (გამყარდა 0.0125 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0609 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6204 (გაუფასურდა 0.0018 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5741 ლარი (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0960 ლარი (გაუფასურდა 0.0083 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4635 ლარი (გაუფასურდა 0.0122 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9010 ლარი (გამყარდა 0.0076 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9412 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 ისრაელის შეკელი – 8.5241 ლარი (გამყარდა 0.0715 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7157 ლარი (გაუფასურდა 0.0015 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0204 ლარი (უცვლელად დარჩა)
თებერვალში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად სახეზე იყო ლარის სერიოზული რყევები, მთელს მიმდინარე პერიოდში, ბოლო კვირის ჩათვლით – საგრძნობი გამყარებით ბოლო 2 ბაჭრობაზე. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
24 თებერვალი – 3.4801;
25 თებერვალი – 3.4899;
26 თებერვალი – 3.4942;
27 თებერვალი – 3.4738.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0119 ლარით და 28 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4619 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28.02-02.03 პერიოდისთვის
პარალელი