დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები თბილისში — Cnoba

GuriaNews სიახლე 28 Feb 2026, 08:30

“თელასის” განცხადებით, თბილისში მაღალი ძაბვის ხაზებზე მომხდარი დაზიანების გამო სხვადასხვა უბნის მაცხოვრებელებს ელექტროენერგია შეუწყდათ. “დღეს დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მომხმარებელს. დილის ხუთ საათზე დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი-1 , მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო. აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12 […] The post დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები თბილისში appeared first on გურია ნიუსი.

“თელასის” განცხადებით, თბილისში მაღალი ძაბვის ხაზებზე მომხდარი დაზიანების გამო  სხვადასხვა უბნის მაცხოვრებელებს ელექტროენერგია შეუწყდათ.

“დღეს დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მომხმარებელს.

დილის ხუთ საათზე დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი-1 , მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო. აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12 საათისთვის 30000 მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა

ასევე დილის 10 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა 1 და 2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70000 მომხმარებელს.

თელასის ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს”,_ აცხადებს “თელასი”.

The post დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები თბილისში appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური