“შვილს მუქარის გამოყენებით ქუჩაში მოწყალებას აიძულებდა”- დედას ბრალდება წარუდგინეს — Cnoba
საქართველოს პროკურატურამ დედას, რომელიც შვილს მუქარის გამოყენებით ქუჩაში მოწყალებას აიძულებდა, ბრალდება წარუდგინდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულ დედას 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. ბრალდებული ყოველდღიურად უწესებდა არასრულწლოვანს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთარის ცივ და წვიმიან ამინდში, არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა” ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. The post “შვილს მუქარის გამოყენებით ქუჩაში მოწყალებას აიძულებდა”- დედას ბრალდება წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.