“მხოლოდ ოთხი ცათამბჯენის ასაშენებლად, თბილისში რუსული “გაზპრომის” პარტნიორი ბიზნესმენი 200 მილიონზე მეტს დახარჯავს” (ვიდეო) — Cnoba

News.ge ვიდეო 28 Feb 2026, 17:47

ძველ თბილისში, ისტორიულ ხარფუხთან ახლოს, ოთხი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება. პროკურატურის პირდპაირ, 16 ათას 445 კვადრატულ მეტრ მიწაზე 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომპლექსს სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ააშენებს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში, ჩრდილო-ევროპული გაზსადენების კომპანიის ხელმძღვანელია, ეს კომპანია რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტის “გაზპრომის” პარტნიორია. მხოლოდ ოთხი ცათამბჯენის ასაშენებლად, თბილისში რუსული “გაზპრომის” პარტნიორი ბიზნესმენი 200 მილიონზე მეტს დახარჯავს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში, 4 კომპანიის […]

ძველ თბილისში,  ისტორიულ ხარფუხთან ახლოს, ოთხი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება. პროკურატურის პირდპაირ, 16 ათას 445 კვადრატულ მეტრ მიწაზე 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლზე გათვლილ მრავალფუნქციურ  კომპლექსს სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ააშენებს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში,  ჩრდილო-ევროპული გაზსადენების კომპანიის ხელმძღვანელია, ეს კომპანია რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტის “გაზპრომის” პარტნიორია. მხოლოდ ოთხი ცათამბჯენის ასაშენებლად, თბილისში რუსული “გაზპრომის” პარტნიორი ბიზნესმენი 200 მილიონზე მეტს დახარჯავს.  თემურ ანჩაბაძე რუსეთში, 4 კომპანიის მფლობელია, ბიზნეს წრეებში  მას “გაზპრომის” მსხვილ ბიზნეს პარტნიორად იცნობენ. ანჩაბაძე რუსეთში, ჩრდილო-ევროპული გაზსადენების ლოჯისტიკის კომპანიას ფლობდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტს, “გაზპრომს” ემსახურებოდა.  ეს კომპანია ანჩაბაძემ რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ 2023 წლის 14 ივლისს გააუქმა. რუსეთში ახლა ოთხი სხვა კომპანიის მფლობელია.


რელევანტური