განახლდა
დღეს: 27 სიახლე

Radio Tavisupleba

radiotavisupleba.ge ↗
Radio Tavisupleba ახალი

უკრაინის თავდაცვის უწყება Starlink-ზე: 160კმ/სთ სიჩქარეზე კავშირის ხარისხი გაუმჯობესდა; ფედოროვი: გმადლობ, ილონ მასკო

14 ოქტომბერს უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა პლატფორმა X-ზე მადლობა გადაუხადა ილონ მასკს Starlink-ის დაკავშირებადობის 160კმ/სთ სიჩქარის აღდგენისთვის და აგრეთვე დაწერა:

Radio Tavisupleba

გასაჯაროვდეს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაცია - ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი

„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ (თიკა) რუხაძისადმი კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაციის გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.

Radio Tavisupleba

ზელენსკი ბერნემთან შეხვედრამდე: საჭიროა მოსკოვის არა დარწმუნება, არამედ იძულება, რომ გაჩერდეს

6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა დღეს ლუცკში (ვოლინის ოლქში) რუსეთის მიერ „შაჰედის“ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ლონდონში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და ავრცელებს თავდასხმის შედეგების ამსახველ ვიდეოკადრებსაც. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი…

Radio Tavisupleba

გიორგი ბაჩიაშვილის „კრიპტომატი“: ეროვნული ბანკი ჩვენც გვამოწმებს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია „კრიპტომატი“ ეხმაურება რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებებში კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ პოზიციებს და ამბობს, რომ ბრალდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათდამი „ფავორიტიზმზე აბსურდულია“.

Radio Tavisupleba

აზერბაიჯანი CICA-ს სამიტს მასპინძლობს

აზერბაიჯანი დიდი აზიური ფორუმის მასპინძლობისთვის ემზადება. არაერთი ქვეყნის, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერები უკვე ჩავიდნენ ბაქოში.

Radio Tavisupleba

რუსეთიდან საქართველოში $425 000-ის შეტანა სცადეს - რუსეთის საბაჟო სამსახური

რუსეთიდან საქართველოში $425 ათასი შემოტანას ავტომობილში მოწყობილი სამალავით ცდილობდნენ, - აცხადებს რუსეთის საბაჟო სამსახური.

Radio Tavisupleba

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის ორივე მხარეს ანკლავები და ექსკლავები აღარ უნდა არსებობდეს.

Radio Tavisupleba

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ იქნება

15-16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არ იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი.

Radio Tavisupleba

გადაგვიყვანეს, დაგვაბრუნეს, ონლაინზე ვართ - რა ბედი ეწიათ დაკეტილ სკოლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ რადიო თავისუფლება დაუბრუნდა იმ სკოლებს, სადაც სწავლა დათქმულ დროს, 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა ორ დღეში დაიკეტა.

Radio Tavisupleba

თურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ იუწყება.

Radio Tavisupleba

თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური Halk TV-ის მაუწყებლობა შეაჩერა და ახალი მმართველი დაუნიშნა

თურქეთის ხელისუფლებამ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის, Halk TV-ის მაუწყებლობა შეაჩერა და კომპანიას დროებითი მმართველი დაუნიშნა.

Radio Tavisupleba

ბადრაგმა, რომელიც პატიმარ დავითაძის საქმეში ფიგურირებდა, პენიტენციური სამსახური დატოვა

რუსთავის N6 საპატიმროს საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში პატიმარ გიორგი დავითაძის შემოწმებაში მონაწილეობდა, ხოლო თავად დავითაძის განმარტებით, მონაწილე იყო მისდამი განხორციელებული სექსულური ძალადობისა, სისტემაში აღარ…

Radio Tavisupleba

საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების შესაძენად მიმზიდველობით მესამე ადგილზეა

საქართველო მესამე ადგილზე გავიდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენით ყველაზე მეტად ინტერესდებიან.

Radio Tavisupleba

ოკუპირებულ ცხინვალში „პრემიერის“ პოსტს რუსეთში ნამუშევარი მოსამართლე დაიკავებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სოსლან მარგიევის კანდიდატურა წარადგინა.

Radio Tavisupleba

„ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“ - ზელენსკი

უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც 13 ოქტომბრის ღამიდან მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული და საჩვენებელი დარტყმა“.

Radio Tavisupleba

დრონებით შეტევა იყო რუსული „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე

დრონებით შეტევა იყო რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ცენტრზე. ობიექტი სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში მდებარეობს.

Radio Tavisupleba

„არ უკავშირდება კონკრეტულ საქმეს“ - პროკურატურიდან წასული გიორგი ნადირაძე

საქართველოს პროკურატურიდან წასული გიორგი ნადირაძე, რომელიც, მათ შორის, 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ნაცემი ზვიად მაისაშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას საქმის პროკურორი იყო, აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება „არ უკავშირდება არც ერთ კონკრეტულ საქმეს ან მასთან დაკავშირებულ გარემოებას“.

Radio Tavisupleba

სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს შეერთებულ შტატებში რუსული დიზელის საწვავის იმპორტს.

Radio Tavisupleba

რუსეთმა ენერგოობიექტებს დაარტყა კიევსა და კიევის ოლქში

რუსეთის ჯარებმა მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავი“ გამოაცხადა.

Radio Tavisupleba

კიევში მსხვერპლია რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად - საჰაერო განგაში ისევ არ ყოფილა

კიევზე ისევ სარაკეტო შეტევა იყო. არის მსხვერპლი. საჰაერო განგაში, რომლითაც მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ისევ არ ყოფილა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მიზეზად ის დაასახელა, რომ პარტნიორებისგან კვლავ არ მიუღიათ ინფორმაცია რუსეთის მიერ რაკეტების გაშვებაზე.

Radio Tavisupleba

აქტივისტი გრეტა თუნბერგი ფრანგ ახალგაზრდებს შეუერთდა სასკოლო პროტესტის ახალ დღეს

შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი სამშაბათს შეუერთდა ფრანგ უფროსკლასელებს, რომლებიც უკეთესი სასწავლო პირობების მოთხოვნით მართავდნენ აქციას.

Radio Tavisupleba

რომის პაპს ფილტვიდან კვანძის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც „წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა ვატიკანმა.

რომის პაპი ლეონ XIV საავადმყოფოში სამშაბათს დილით, ღიმილითა და ხელის ქნევით შევიდა, რამდენიმე საათით ადრე ოპერაციამდე, რომელიც ფილტვზე არსებული მონეტის ფორმის წარმონაქმნის მოსაცილებლად ჩატარდა.

Radio Tavisupleba

არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებთან ბრიტანეთის მიერ ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ ტრიბუნალის განკარგულებას ითხოვს

არგენტინის მთავრობამ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა დროებითი ზომების მიღების მოთხოვნით, რათა შეჩერდეს ბრიტანეთის ნებართვით ნახშირწყალბადების - ნავთობის და სხვა წიაღისეულის, მოპოვება ფოლკლენდის კუნძულების სიახლოვეს.

Radio Tavisupleba

სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო WSF-ის დისკუსიაში: არაფერია ისეთი მოწყვლადი, როგორც ავტორიტარული რეჟიმი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება მისი მოქალაქეების არჩევანის საკითხი არ არის, რადგან ის უნდა იყოს უფრო ძლიერი და საკუთარ თავზე დამოკიდებული, რაც გაფართოების გარეშე ვერ მიიღწევა.