დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა მოწყალება ეთხოვა — Cnoba

Alia სიახლე 28 Feb 2026, 07:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით – 1981 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა მოწყალება ეთხოვა. “სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური […] The post დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა მოწყალება ეთხოვა appeared first on .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით – 1981 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა მოწყალება ეთხოვა.

“სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ  ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

The post დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა მოწყალება ეთხოვა appeared first on .


რელევანტური

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
რეგიონალური სიახლეები 28 Feb 2026, 07:21