“არ იმოგზაუროთ ისრაელსა და ირანში”- ორი ქვეყანა საკუთარ მოქალქეებს აფრთხილებს — Cnoba
საფრანგეთი და იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ისრაელსა და ირანში მოგზაურობისგან. საფრანგეთის მთავრობამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ისრაელში, იერუსალიმსა და დასავლეთ ნაპირზე, თუნდაც ტურისტული ან ოჯახური ვიზიტების მიზნით. საფრანგეთმა ასევე ურჩია რეგიონში მყოფ თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებსა და მიტინგებს და წინასწარ შეიგულონ თავშესაფრები. პარალელურად, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ ირანი და ურჩია, უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ ახლო აღმოსავლეთში, უსაფრთხოების მუდმივად არასტაბილური მდგომარეობის გამო. იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერაყსა და ლიბანში მოგზაურობაც მკაცრად არ არის რეკომენდებული. The post “არ იმოგზაუროთ ისრაელსა და ირანში”- ორი ქვეყანა საკუთარ მოქალქეებს აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.