საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს — Cnoba
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს. ინსტრუქციებს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ. „წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები: დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია, წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა); შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში; ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში – თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი; ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში… The post საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.