არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედა დააკავეს — Cnoba

GuriaNews სიახლე 28 Feb 2026, 10:29

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. ბრალდებული ყოველდღიურად უწესებდა არასრულწლოვანს შესაგროვებელი […] The post არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედა დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.

ბრალდებული ყოველდღიურად უწესებდა არასრულწლოვანს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა -ტრეფიკინგი, არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი: იძულებით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედა დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური