ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით — Cnoba

News.ge სიახლე 28 Feb 2026, 17:29

ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევაში მონაწილეობა 200-მდე ავიაგამანადგურებელმა მიიღო. „ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, – ნათქვამია […]

ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევაში მონაწილეობა 200-მდე ავიაგამანადგურებელმა მიიღო.

„ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა „რეჟიმის შეტევით შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა“.


რელევანტური