“ჩვენ გვინდა თანხმობა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა, ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე” – გიორგი ვაშაძე — Cnoba

პარალელი სიახლე 28 Feb 2026, 08:40

სააგენტო "პარალელი" “ჩვენ გვინდა თანხმობა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა, ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე” – გიორგი ვაშაძე “გიორგი თარგამაძის ფორმულა”, სტუმრად იმყოფებოდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე. გადაცემაში, ოპოზიციონერი ლიდერი, საქართველოს მოქალაქეების საერთო ინტერესებზე საუბრობს და საზოგადოებას დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობას სთავაზობს: “ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენი შვილები აქ იზრდებიან, ყველას გვინდა ქვეყნის უკეთესი მომავალი, გვინდა თავაწეული დავდიოდეთ და ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით; არ გვინდა ასეთი გაჭირვება რომ იყოს, უსამართლობამ არ გვინდა […] “ჩვენ გვინდა თანხმობა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა, ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე” – გიორგი ვაშაძე მარიამ ხაჩირაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ჩვენ გვინდა თანხმობა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა, ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე” – გიორგი ვაშაძე

“გიორგი თარგამაძის ფორმულა”, სტუმრად იმყოფებოდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

გადაცემაში, ოპოზიციონერი ლიდერი, საქართველოს მოქალაქეების საერთო ინტერესებზე საუბრობს და საზოგადოებას დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობას სთავაზობს:

ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენი შვილები აქ იზრდებიან, ყველას გვინდა ქვეყნის უკეთესი მომავალი, გვინდა თავაწეული დავდიოდეთ და ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით; არ გვინდა ასეთი გაჭირვება რომ იყოს, უსამართლობამ არ გვინდა წალეკოს აბსოლუტურად ყველაფერი, გვინდა ნორმალურად, ადამიანურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში.

ვეუბნები მათაც, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც – თქვენთან გასაყოფი არაფერი მაქვს, არ მინდა თქვენთან მტრობა იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით ჩვენ მტერს არ უნდა ვეძებდეთ. მტრის ხატებს, რომელსაც ქმნიან, რეალურად ეს ხელოვნურად შეამნილი ხატებია. ეს ურთიერთდაპირისპირება, მტრობა იმ დონეზე მივიდა, რომ სამეგობროებში, სამეზობლოებში, ყველგან გავრცელდა…

არ გვინდა ჩვენ ასეთი ცხოვრება…

ჩვენ გვინდა თანხმობა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა, ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე.

დიახ, ვიპაექროთ, ვიკამათოთ, ოღონდ იმაზე, თუ ვინ უფრო მეტს გააკეთებს ქვეყნისთვის, ვინ უფრო უკეთ დაიხარჯება ქვეყნისთვის, ვიკამათოთ იმაზე, თუ რომელი ეკონომიკური რეფორმა იქნება უკეთესი ქვეყნისთვის და არა ის, რომ შენ თუ მე არ მეთანხმები – ციხეში ჩაგსვამ…“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ჩვენ გვინდა თანხმობა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა, ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე” – გიორგი ვაშაძე
მარიამ ხაჩირაშვილი


რელევანტური