კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება — Cnoba

News.ge სიახლე 28 Feb 2026, 18:45

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს­ საგანგებო სხდომა გაიმართება. „სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე. მისი თქმით, „ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“. „მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ […]

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს­ საგანგებო სხდომა გაიმართება.

„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“.

„მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, – აცხადებს კაია კალასი.


რელევანტური