ისრაელში აცხადებენ, ირანში ლიკვიდირებულია რევოლუციური გვარდიის მეთაური — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 28 Feb 2026, 12:13

ისრაელში აცხადებენ, რომ ირანზე საჰაერო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია რევოლუციური გვარდიის მეთაური, მოჰამედ პაკპური. ინფორმაციას ებრაული გამოცემა ავრცელებს. თეირანი ინფორმაციას უარყოფს. პაკპური თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი, ჰოსეინ სალამი, გასული წლის 12-დღიანი ომის დასაწყისში ისრაელის მიერ მოკლული იქნა. ისრაელის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშების სამიზნეები არიან რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის აიათოლა ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი. ისრაელის მე-12 არხი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია მთლიანად განადგურებულია. The post ისრაელში აცხადებენ, ირანში ლიკვიდირებულია რევოლუციური გვარდიის მეთაური appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური