Reuters – ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა — Cnoba
News.ge
სიახლე
28 Feb 2026, 16:22
ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“. ამასთან, Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების […]

ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“.
ამასთან, Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების გაცემის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.