ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
28 Feb 2026, 16:25
ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“. Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების გაცემის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. The post ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.