ისრაელის ჯანდაცვა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 28 Feb 2026, 14:33

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი მზადყოფნის დონე დაუწესა და იმ პაციენტების გაწერა დაავალა, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ქვეყნის უმსხვილესმა სამედიცინო ცენტრებმა (მათ შორის თელ-ავივსა და ხაიფაში) უკვე დაიწყეს პაციენტებისა და სხვადასხვა განყოფილების მიწისქვეშა, დაცულ სივრცეებში გადაყვანა. საავადმყოფოები მოსახლეობას მოუწოდებენ, კლინიკებს მხოლოდ უკიდურესი, გადაუდებელი სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ. პარალელურად, ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და სრულ კოორდინაციაშია თავდაცვის უწყებებთან. The post ისრაელის ჯანდაცვა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური