“პუბლიკას” ინფორმაციით, ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი აქ პერიოდულად იკრიბებიან მას შემდეგ, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და უსაფრთხოების ძალებმა ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დახოცა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი ფართომასშტაბიანი საპასუხო ოპერაცია გამოაცხადა. გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების შესახებ, თელ-ავივის მახლობლად კი პერიოდულად საჰაერო განგაშის სიგნალი ითვება. სააგენტო Mehr-ის ცნობით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.
The post ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ appeared first on გურია ნიუსი.