ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია — Cnoba

GuriaNews სიახლე 28 Feb 2026, 19:55

აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ირანმა გამოაცხადა, რომ უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ გარდამავალ პერიოდს ქვეყნის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და გავლენიანი ორგანოს – მეურვეთა საბჭოს – ერთ-ერთი იურისტი გააკონტროლებენ. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ხამენეი, […] The post ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია appeared first on გურია ნიუსი.

აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ირანმა გამოაცხადა, რომ უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ გარდამავალ პერიოდს ქვეყნის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და გავლენიანი ორგანოს – მეურვეთა საბჭოს – ერთ-ერთი იურისტი გააკონტროლებენ.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ხამენეი, რომელსაც, ოფიციალურად, მემკვიდრე არ ჰყავს.

დასავლური მედიის ცნობით, მომავალ ლიდერს მაღალი რანგის 88 სასულიერო პირისგან შემდგარი არჩეული ორგანო, ექსპერტთა ასამბლეა, შეარჩევს. ეს პროცესი, კონსტიტუციის თანახმად, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.

The post ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური