ავიაკატსტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 28 Feb 2026, 06:09

ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლივიის საჰაერო ძალების Hercules-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ელ-ალტოში აეროპორტთან ახლოს გზატკეცილზე ჩამოვარდა და ავტომობილებს შეეჯახა. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი დაფრენისას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა. ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრის, მარსელა ფლორესის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. თვითმფრინავს ბოლივიის ცენტრალური ბანკიდან ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა. The post ავიაკატსტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური