თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია — Cnoba

პარალელი სიახლე 28 Feb 2026, 06:51

სააგენტო "პარალელი" თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა […] თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაოებენ.

ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.

აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია
პარალელი


რელევანტური