5 მაისი 2026
467 სიახლე · 26 წყაროდღის მთავარი ამბები
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ჯემნიუსი · 15:41
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა. „ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განმარტებით განცხადებაში.
Trialeti · 13:51
საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღეს.
Trialeti · 13:54
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
Trialeti · 18:19
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობისთვის საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს
Timer · 15:25
„რა დირექტივა ჰქონდა საქართველოს პრემიერს?..რა სჭირდება ყველაზე უფრო ევროპისაგან “ოცნების” შემქნელს?“ – ზურაბ გურული
Alia · 14:05
ყველა სიახლე
23:00
22:00
21:00
20:00
19:00
18:00
17:00
16:00
15:00
14:00
13:00
12:00
11:00
-
გურჯაანში მეხი ჩამოვარდამედიაცენტრი · ასევე: Alia