სიახლე

გურიაში ოჯახში ძალადობისთვის 3 თვეში 22 შემაკავებელი ორდერი გამოიცა- შსს-ს სტატისტიკა

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის (შემაკავებელი ორდერების) შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი 45-60 წლამდე ასაკის 1 ქალი გახდა. ხოლო მოძალადე 61 წელს გადაცილებული მამაკაცი გახდა. რაც შეეხება ძალადობის სახეებს, ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას. რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, გურიაში 22 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ოჯახში ძალადობის […] The post გურიაში ოჯახში ძალადობისთვის 3 თვეში 22 შემაკავებელი ორდერი გამოიცა- შსს-ს სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის (შემაკავებელი ორდერების) შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის თანახმად, გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი 45-60 წლამდე ასაკის 1 ქალი გახდა. ხოლო მოძალადე 61 წელს გადაცილებული მამაკაცი გახდა.

რაც შეეხება ძალადობის სახეებს, ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, გურიაში 22 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, 45-60 წლამდე ასაკის 1, ხოლო 61 წელს გადაცილებული 3 მამაკაცი გახდა.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა სხვადასხვა ასაკის 17 ქალი. მათ შორის 2 მოზარდი. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერლი გახდა 13 წლამდე ასაკის 1 მოზარდი, 14-17 წლამდე ასაკის 1 მოზარდი, 18-24 წლამდე ასაკის 1 ქალი, 25-44 წლამდე ასაკის 4 ქალი, 45-60 წლამდე ასაკის 5, ხოლო 61 წელს გადაცილებული 5 ქალი.

ამავე სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა განახორციელა  18-24 წლის ასაკის 5-მა,  25-44 წლამდე  10-მა, ხოლო 61 წელს გადაცილებულმა 5-მა მამაკაცმა. 1 შემთხვევაში კი მოძალადე 61 წელს გადაცილებული ქალი გახდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის სახეებს, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის 9, ფსიქოლოგიური ძალადობის 20 შემთხვევა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული მონაცემები ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 1 იანვრიდან  20 აპრილის ჩათვლით დათვლილ სტატისტიკას.

The post გურიაში ოჯახში ძალადობისთვის 3 თვეში 22 შემაკავებელი ორდერი გამოიცა- შსს-ს სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი