განახლდა
დღეს: 614 სიახლე

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებზე

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა იყო სამხედრო დანიშნულების და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Radio Tavisupleba

რუსეთის ქალაქ კიროვში სარაკეტო შეტევა იყო სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე

24 ივლისს დილით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ კიროვში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა. სხვა წყაროების ცნობით, დარტყმა იყო სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე.

Radio Tavisupleba

უკრაინამ ვორონეჟში რაკეტებით დაარტყა სამხედრო დანიშნულების ქარხანას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები, რომ 22 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მდებარე სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს და…

მედიაცენტრი

რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა, მათ შორის სარატოვში ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და ენგელსში – აეროდრომზე. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ორ ადგილას გაჩნდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა…

Timer

რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა

ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკსა და პერმის ოლქის ქალაქ პერმზე დრონებით შეტევა განხორციელდა,- ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს. რუსული ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ დარტყმების შედეგად „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამასთან, შეტევა, სავარაუდოდ…

Timer

Reuters: უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში პერმში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა. პერმში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი საკვანძო აქტივი და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინამ 21 აგვისტოს დაბომბა. Reuters-ის…

Timer

რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. მედიის ცნობით, თავდასხმა დრონებით განხორციელდა, რის შედეგადაც, რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. ასევე, რუსული „ტელეგრამ“ არხების…

News.ge

მედია – დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სარატოვში მდებარე “როსნეფტის” ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულიად შეაჩერა მუშაობა დრონებით…

Metronome

“უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა. ზელენსკის თქმით, დაზიანდა „სლავიანსკის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კრასნოდარის მხარეში, ასევე ქარხანა იაროსლავლის ოლქში. „განვაგრძობთ…

Radio Tavisupleba

რუსეთში დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის საწყობებზე

11 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის, მსხვერპლისა და ხანძრების შესახებ განაცხადა. ვორონეჟის ოლქში დრონებით შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე. ეს ობიექტი ნოვოუსმანსკის…

Radio Tavisupleba

რუსეთში დრონებით შეტევა იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

2 ივნისს აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ილსკის რაიონში, სადაც სამხრეთის ფედერალური ოლქის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ რაიონზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო.

მედიაცენტრი

რუსეთში „ლუკოილის“ ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გათიშულია

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. მედიის ცნობით, აღნიშნული ობიექტი რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ხოლო ბენზინის წარმოებით – მეორე. ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის…

Radio Tavisupleba

უკრაინამ დაადასტურა შეტევა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურეს, რომ 16 ივნისს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.