განახლდა
დღეს: 1128 სიახლე

ევროპარლამენტარები „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა ტელეკომპანიების, „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ. კერძოდ, ბრეიზასა და შჩერბას შესწორების მიხედვით, „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ მოხსენიებულია „დეზინფორმაციისა და ანტიევროპული პროპაგანდის გავრცელების“ კონტექსტში…

იხილე სრულად: timer.ge ↗
News.ge

საჯარო რეესტრში დღეს, დაჩქარებული წესით, დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები: იმედის მხარდამჭერები“ და „პოსტივის მხარდამჭერები“

საჯარო რეესტრში დღეს, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების მეორე დღეს, ახალი შპს-ები: „იმედის მხარდამჭერები“ და „პოსტივის მხარდამჭერები“. „შპს იმედის მხარდამჭერების“ ერთპიროვნული დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი „იმედის“ სოცმედიის მენეჯერი ნიკა კლდიაშვილია, ხოლო „შპს…

“მოსალოდნელი შედეგი”- ზურაბიშვილი „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე

“თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები” – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. „რეალურად თავად დაიწყეს თავისუფალი…

News.ge

TI განმარტავს, რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია “იმედს“ და „პოსტივის“

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიტანული სანქციების შედეგად „იმედსა“ და „პოსტივის“ რამდენიმე კონკრეტული პრობლემა შეექმნებათ, რადგან ბრიტანული სანქციის ეფექტი სცილდება მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციას. მათივე თქმით, „იმედის“ და „პოსტივის“ დახმარება სანქციას გამოიწვევს…

News.ge

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის” აკრედიატაციაზე უარი უთხრა. “დაუსაბუთებელი…

Timer

ევროპარლამენტარები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები მარიუშ კამინსკი და მალგოჟატა გოშევსკა სანქციების სიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეყვანას ითხოვენ. შესაბამისი შესწორება კამინსკიმ და გოშევსკამ უკვე დაარეგისტრირეს. ორი ევროპარლამენტარის შესწორების მიხედვით, სანქციათა სიაში უნდა შევიდნენ საქართველოს კომუნიკაციების…

News.ge

ლევან მახაშვილი: ყველას გვახსოვს, ევროპარლამენტარები როგორ ახდენდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელის დაწვის რომანტიზებას. ეს არის ევროპული დემოკრატიის ფონდის ლოგო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვიოლა ფონ კრამონები და ის ევროპარლამენტარები არიან, დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ, თურმე. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე და ასეთ დროს ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, კანონმდებლობის მიღებაა

ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელის დაწვის რომანტიზებას ახდენდნენ, ხოლო უცხოური პოლიტიკური დაფინანსების წინააღმდეგ საქართველოს ერთადერთი გამოსავალი კანონმდებლობის მიღებაა.

Metronome

„იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების მიზანია იმ ხალხის პოლიტიკური ნების დათრგუნვა, რომელიც სტაბილურობას უჭერს მხარს” – გია ვოლსკი

გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების საკითხზე არგუმენტი იმდენად სუსტი და უსამართლოა, რომ დასანქცირება პოლიტიკურ მიზანსა და ამოცანას ემსახურება. ვოლსკის თქმით, პოლიტიკური მიზანი და ამოცანა კი არის იმ ხალხის პოლიტიკური ნების დათრგუნვა, რომელიც…

Trialeti

რომან გოცირიძე - რას ნიშნავს „იმედის“ დასანქცირება: ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ დაასუბსიდირებს ივანიშვილი, ვერ გადარიცხავენ უცხოეთში ფულს, მათ შორის სატელიტის მომსახურებისათვის - ლარში მომსახურებასაც ვერ გაბედავს ვერც ერთი სერიოზული ბანკი. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, სანქციების სიაში, შესაძლოა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღმოჩნდეს.

„სამართალი ურმით დადის“ და ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე, - ასე აფასებს ტელეკომპანიების „პოსტვ“-სა და „იმედის“ დასანქცირებას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, სანქციების სიაში, შესაძლოა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღმოჩნდეს. „500 მილიონ ლარზე მეტი…

Metronome

“დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება უსამართლოა და საქართველოში დესტრუქციული ქმედებების წახალისებისკენ არის მიმართული, პირველი ნაბიჯი „ბიბისიმ“ გადადგა” – თენგიზ შარმანაშვილი

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება უსამართლოა და საქართველოში დესტრუქციული ქმედებების წახალისებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირებას გამოეხმაურა. „პირველი ნაბიჯი „ბიბისიმ“…

„ტელევიზიებს სანქციები დაადეს, ზოგმა გაიხარა”- მეუფე

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის დასანქცირებას ეხმაურება. როგორც მეუფე ამბობს, ფაქტმა საზოგადოების ნაწილი გაახარა. „ტელევიზიებს სანქციები დაადეს, ზოგმა გაიხარა, სწორიაო. უცხოეთი თუ სანქციას დამადებს, ჩემიანი ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა ვიყო…

ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩს, გარეტ უორდს იბარებენ. საქმე ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას ეხება. „ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან…