უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს — Cnoba

Alia სიახლე 17 Mar 2026, 07:53

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული. „სუს-მა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთო-ს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების […] The post უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს appeared first on .

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ნანუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.

„სუს-მა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთო-ს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? „მოსკოვის მექანიზმი“ როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ”,- წერს ნანუაშვილი.

როგორც სუს-ში განაცხადეს, ნანუაშვილი უწყებაში დღეს, 15:00 საათზეა დაბარებული.

The post უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს appeared first on .


რელევანტური