ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას. ის სასამართლოში 11:00 საათზე მივა.
თავდაპირველად უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, სადაც მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვაზე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.
The post უჩა ნანუაშვილი სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება appeared first on .