უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს — Cnoba
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული. „სუს-მა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთო-ს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? „მოსკოვის მექანიზმი“ როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ”,- წერს ნანუაშვილი. ნანუაშვილი უწყებაში დღეს, 15:00 საათზეა დაბარებული. The post უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.