გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს — Cnoba

News.ge სიახლე 12 Mar 2026, 07:28

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, თარგამაძე გამოკითხვაზე 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა რის საფუძველზე, ამას არ განმარტავენ. ამასთან, “ინტერპრესნიუსს” გივი თარგამაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, გივი თარგამაძე სუს-ში მივა. სავარაუდოდ, გივი თარგამაძე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან […]

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, თარგამაძე გამოკითხვაზე 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა რის საფუძველზე, ამას არ განმარტავენ.

ამასთან, “ინტერპრესნიუსს” გივი თარგამაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, გივი თარგამაძე სუს-ში მივა.

სავარაუდოდ, გივი თარგამაძე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.


რელევანტური