ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი კუმისის მცხოვრებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოსახლეობას დეტალურად გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას მოიცავს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტურისტული პოტენციალის ათვისება იყო, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ადგილობრივი თვითდასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.