ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისათვის ძებნილი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის ძებნილი პირი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, თანასოფლელს, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა. ამ დროისთვის, იგი გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში. The post ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისათვის ძებნილი ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →