ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მუსლიმ თემს ნოვრუზ ბაირამსა და რამაზანის დასრულებას ულოცავს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 25 Mar 2026, 11:20

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია მუსლიმ თანამოქალაქეებს წმინდა რამაზანის თვის დასრულებასა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. ,,ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დასრულებასა და გაზაფხულის ბრწყინვალე დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს. რწმუნებულის განცხადებით, წლევანდელი სადღესასწაულ წლევანდელი სადღესასწაულო დღეები ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისით გამოწვეულ მძიმე პერიოდს დაემთხვა. მსურს, თითოეულ...

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია მუსლიმ თანამოქალაქეებს წმინდა რამაზანის თვის დასრულებასა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

,,ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დასრულებასა და გაზაფხულის ბრწყინვალე დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს.

რწმუნებულის განცხადებით, წლევანდელი სადღესასწაულ

წლევანდელი სადღესასწაულო დღეები ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისით გამოწვეულ მძიმე პერიოდს დაემთხვა.

მსურს, თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა იმ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სოლიდარობისთვის, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოხატეთ.

თქვენმა თანადგომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ:

ურთიერთპატივისცემა და ერთიანობა ჩვენი რეგიონის განვითარების ურყევი საფუძველია;

მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია არის ის ღირებულება, რომელიც განსაკუთრებულ ძალას გვმატებს საერთო სირთულეების დროს;

ერთმანეთის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება ჩვენი საზოგადოების სიმტკიცის უმთავრესი გარანტიაა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ განვლილ დღესასწაულებს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დაე, გაზაფხულის ეს განახლება ყოფილიყოს წარმატებისა და წინსვლის მომტანი თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის და ჩვენი საერთო სამშობლოსთვის.”- ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია


რელევანტური