ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ ქვემო ქართლში სოფლის რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 02 Mar 2026, 07:32

ილია ჯალაღანია ქვემო ქართლის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პრიორიტეტული ინფორმაციის გაზიარება და კოორდინაციის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც დამსწრეებს გააცნეს რეგიონში არსებული აქტუალური საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ის სერვისები და სახელმწიფო პროგრამები, რომლითაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეუძლია სარგებლობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, რაც...

ილია ჯალაღანია ქვემო ქართლის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პრიორიტეტული ინფორმაციის გაზიარება და კოორდინაციის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც დამსწრეებს გააცნეს რეგიონში არსებული აქტუალური საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ის სერვისები და სახელმწიფო პროგრამები, რომლითაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეუძლია სარგებლობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, რაც სოფლის რწმუნებულებს შესაძლებლობას აძლევდა, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.


რელევანტური