რეგიონული გრძელვადიანი განვითარება და სააღდგომო ინფრასტრუქტურული გეგმები– სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლში — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 31 Mar 2026, 09:20

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა,ილია ჯალაღანიამ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მიზნები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოების ტემპის შენარჩუნებასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების ეფექტურად შესრულებას. მიღებული გადაწყვეტილებით, მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებში, მათ შორის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებზე, განხორციელდება...

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა,ილია ჯალაღანიამ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მიზნები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოების ტემპის შენარჩუნებასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების ეფექტურად შესრულებას.

მიღებული გადაწყვეტილებით, მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებში, მათ შორის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებზე, განხორციელდება გზების მოწესრიგებისა და დასუფთავების ინტენსიური სამუშაოები, რათა მოქალაქეებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეექმნათ.

ასევე აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა მოსახლეობის კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა და სადღესასწაულო ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზება.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების გეგმა წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის მთავარ საფუძველს.


რელევანტური