“25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა” – ზურაბ ბატიაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 25 Feb 2026, 08:47

სააგენტო "პარალელი" “25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა” – ზურაბ ბატიაშვილი აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი მიანიშნებს, რომ 2021 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა საბჭოთა კავშირი, შესაბანმისად ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა (რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურმა რესპუბლიკამ): “25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა. 1921 წელს საბჭოთა კავშირი არც არსებობდა“, – აღნიშნავს ზურაბ ბარიაშვილი. ინფორმაციისთვის: საბჭოთა კავშირი (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – […] “25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა” – ზურაბ ბატიაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი მიანიშნებს, რომ 2021 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა საბჭოთა კავშირი, შესაბანმისად ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა (რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურმა რესპუბლიკამ):

25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა.

1921 წელს საბჭოთა კავშირი არც არსებობდა“, – აღნიშნავს ზურაბ ბარიაშვილი.

ინფორმაციისთვის: საბჭოთა კავშირი (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – სსრკ) 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 4 რესპუბლიკა შევიდა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). შემდეგ, წლების განმავლობაში, საბჭოთა რეჟიმი გავრცელდა რუსეთის იმპერიის სხვა ტერიტორიებზეც და 40-იან წლებში უკვე 15 რესპუბლიკას შეადგენდა. საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა.

“25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა” – ზურაბ ბატიაშვილი
პარალელი


რელევანტური