სააგენტო "პარალელი"
“1921 წლის 25 თებერვალი და 2012 წლის 1 ოქტომბერი სრულიად ერთი პლანის მოვლენებია” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული შედარებები, მინიშნებები, პარალელები:
“1921 წლის 25 თებერვალი და 2012 წლის 1 ოქტომბერი სრულიად ერთი პლანის მოვლენებია.
პირველ შემთხვევაში რუსეთმა დაგვიპყრო პირდაპირი შემოჭრით (რაც ვერ მოახერხა 2008-ში, ჩვენი წინააღმდეგობის გამო).
ხოლო 2012 წელში ჩვენ რუსეთმა ჩაგვიტარა ჰიბრიდული ოპერაცია, რომელმაც გამოიწვია ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა და ევროპული გზიდან აცდენა.
ყველაფერი დანარჩენი არის დემაგოგია და ლირიკა! მადლობა ყურადღებისთვის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“1921 წლის 25 თებერვალი და 2012 წლის 1 ოქტომბერი სრულიად ერთი პლანის მოვლენებია” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი