ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 30 Mar 2026, 06:31

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისის N53 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს მიუსაფარ ცხოველებზე, მათი დაცვის მნიშვნელობასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა შინაური ცხოველების წინაშე მეპატრონის მოვალეობებს. შეხვედრა უშუალო გარემოში, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ბავშვებმა სიხარულით გაიხსენეს ისტორიები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებზე. ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო: “ცხოველის მიტოვება დაუშვებელია! შინაური ცხოველის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც სიყვარულს, ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს”. თუ გსურთ, მსგავსი შეხვედრა თქვენს სკოლაშიც ჩატარდეს, დაგვიკავშირდით: 550 05 41 44 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით. The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური