ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მომსახურებას აძვირებს — Cnoba

Knews სიახლე 26 Mar 2026, 12:24

knews.ge ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მომსახურებას აძვირებს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მომსახურების საფასურები იზრდება. კერძოდ, თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილებით, ძვირდება ცხოველთა ტრანსპორტირება, ცხოველების დაჭერა-გაყვანისა და ვეტერინარული The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მომსახურებას აძვირებს appeared first on knews.ge.

knews.ge
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მომსახურებას აძვირებს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მომსახურების საფასურები იზრდება.

კერძოდ, თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილებით, ძვირდება ცხოველთა ტრანსპორტირება, ცხოველების დაჭერა-გაყვანისა და ვეტერინარული მომსახურებები.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 24 მარტის დადგენილების დოკუმენტით, ცხოველის ტრანსპორტირების საფასური 1-დან 3 ლარამდე მოიმატებს.

ახალი რედაქციით, ტრანსპორტირების მომსახურების საფასურები სხვადასხვა კატეგორიისთვის შემდეგნაირად განისაზღვრა:

ძაღლის, კატის შემთხვევაში – 2 ლარი (მოქმედი იყო 1 ლარი);
წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 4 ლარი (მოქმედი იყო 2 ლარი);
მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 6 ლარი (მოქმედი იყო 3 ლარი).
რაც შეეხება ერთჯერადი დეზინფექციის ღირებულებას, 2-დან 5 ლარამდე გაიზარდა ძაღლის და კატის, ასევე წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 4 ლარის ნაცვლად 10 ლარი გახდა.

ახალი დადგენილების თანახმად, მომსახურებას დაემატა და განისაზღვრა ცხოველების ლეშის (ერთი ერთეული) ერთჯერადი ტრანსპორტირების საფასურიც. კერძოდ:

ძაღლი – 60 ლარი (დეზინფექცია 5 ლარი);
კატა – 40 ლარი ( დეზინფექცია 5 ლარი);
წვრილფეხა პირუტყვი – 60 ლარი (დეზინფექცია 5 ლარი);
მსხვილფეხა პირუტყვი – 180 ლარი (დეზინფექცია 20 ლარი).
დოკუმენტის მიხედვით, 20-დან 50 ლარამდე გაიზარდა და შემდეგნაირად განისაზღვრა სააგენტოს მიერ ცხოველების დაჭერა-გაყვანის ტარიფები:

ძაღლის დაჭერა-გაყვანა – 60 ლარი (მოქმედი იყო 40 ლარი);
კატის დაჭერა-გაყვანა – 50 ლარი (მოქმედი იყო 30 ლარი);
მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა გაყვანა – 150 ლარი (მოქმედი იყო 100 ლარი);
წვრილფეხა პირუტყვის დაჭერა გაყვანა – 100 ლარი (მოქმედი იყო 60 ლარი);
იზრდება სააგენტოს მიერ ვეტერინარული მომსახურების ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა სახის მომსახურების შემთხვევაში, ტარიფები 10-დან 20 ლარამდე იმატებს.

· სტერილიზაციის ოპერაცია – 100 ლარი (მოქმედი იყო 80 ლარი);
· კასტრაციის ოპერაცია – 80 ლარი (მოქმედი იყო 60 ლარი);
ანტირაბიული ვაქცინაცია:

თავშესაფარში – 20 ლარი (მოქმედი იყო 10 ლარი);
მისამართზე – 40 ლარი (მოქმედი იყო 23 ლარი).
კომპლექსური ვაქცინაცია:

თავშესაფარში – 30 ლარი (მოქმედი იყო 20 ლარი);
მისამართზე – 50 ლარი (მოქმედი იყო 33 ლარი).“
დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მომსახურებას აძვირებს appeared first on knews.ge.


რელევანტური