ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის N8 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა — Cnoba
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის N8 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა იმსჯელეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებაზე და მიიღეს მნიშვნელოვანი რჩევები, რაც მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სახალისო ისტორიები თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შესახებ. მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქეს გააზრებული ჰქონდეს, რომ შინაური ცხოველის ყოლა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და დაუშვებელია საკუთარი ცხოველის მიტოვება! სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრება და ცხოველების მიმართ ემპათიის გაღრმავება წარმოადგენს პროექტის მთავარ მიზანს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს გსურთ, მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი გაკვეთილი თქვენს სკოლაში/კლასშიც ჩატარდეს, დარეკეთ ნომერზე:… The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის N8 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა appeared first on …