თბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად
თბილისის მერიის განცხადებით, ცხოველთა მიმართ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს, გადათხრილი სამარხები შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის, ხოლო მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებზე მუქარისა და ბულინგის გამო უწყება საგამოძიებო ორგანოებს სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
იხილე სრულად: news.ge ↗