მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა — Cnoba

Alia სიახლე 22 Feb 2026, 14:22

მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომელიც შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს ამტკიცებს. დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, ესაჭიროება „შრომითი […] The post მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა appeared first on .

მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომელიც შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს ამტკიცებს.

დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, ესაჭიროება „შრომითი საქმიანობის უფლება“.

ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. თუმცა, მთავრობამ გამოიყენა კვოტირების მექანიზმი და რამდენიმე პოპულარულ სფეროში კვოტა ნულოვანია.

პროფესიები, სადაც მუშაობა აიკრძალა

ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:

  • საკურიერო მომსახურება – კვოტა 0;
  • მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0;
  • გიდების სერვისი – კვოტა 0.

წყარო: ბიემჯი

The post მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა appeared first on .


რელევანტური