პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან დელეგაცია ჩამოვა — Cnoba

Knews სიახლე 20 Mar 2026, 12:37

knews.ge პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან დელეგაცია ჩამოვა პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან საქართველოში ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით The post პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან დელეგაცია ჩამოვა appeared first on knews.ge.

knews.ge
პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან დელეგაცია ჩამოვა

პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან საქართველოში ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი მონსენიორ ლადრაპა იარომირი; სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია; კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი.

რაც შეეხება კარდინალ კურტ კოხს, იგი პირველად საქართველოში 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია. სწორედ კარდინალი კოხი მიესალმა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, როდესაც მათ „სიქსტეს კაპელაში“ გამართეს კონცერტი 2022 წლის 26 ივნისს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

The post პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან დელეგაცია ჩამოვა appeared first on knews.ge.


რელევანტური