პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა — Cnoba
პატრიარქის დაკრძალვაზე, ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge–ს ვატიკანის საელჩო აწვდის. კარდინალთან ერთად, დელეგაციაში იქნებიან: ▪︎ მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი; ▪︎ მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში; ▪︎ მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქრათველოში; ▪︎ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი; ▪︎ მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში. The post პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.