„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პასუხობს კობახიძისა და პაპუაშვილის ბრალდებებს „ინტერესთა კონფლიქტზე“ — Cnoba

News.ge სიახლე 16 Mar 2026, 19:29

„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის ავტორს, პოლონელ ექსპერტ პატრიცია გრჟებიკს პოლონეთის მთავრობასთან კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებენ. პასუხად პროფესორი პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აცხადებს, რომ იგი „სრულიად დამოუკიდებელი“ იყო ანგარიშის მომზადებისას. „უცნაურია ჩემი საკმაოდ დიდი გამოცდილების ჩემს წინააღმდეგ გამოყენება“, – ამბობს ის და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება იცნობდა მის […]

„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის ავტორს, პოლონელ ექსპერტ პატრიცია გრჟებიკს პოლონეთის მთავრობასთან კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებენ.

პასუხად პროფესორი პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აცხადებს, რომ იგი „სრულიად დამოუკიდებელი“ იყო ანგარიშის მომზადებისას.

„უცნაურია ჩემი საკმაოდ დიდი გამოცდილების ჩემს წინააღმდეგ გამოყენება“, – ამბობს ის და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება იცნობდა მის რეზიუმეს, როდესაც თანამშრომლობას დათანხმდა და არც თავად აირჩია სხვა ექსპერტი მომხსენებლად.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ორშაბათს, 16 მარტს ბრიფინგზე წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით;
  • პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანგარიში შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.

„ინტერესთა კონფლიქტი“ – რა თქვეს ლიდერებმა

ამავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ანგარიშის ავტორზე, პატრიცია გრჟებიკზე საუბრისას განაცხადა:

„მან დამალა ინტერესის კონფლიქტი, რომელიც მის პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა. აქედან გამომდინარე ის ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი“.

მანამდე, 16 მარტსვე, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, შარშან გაეროში დაყენებული იყო კანდიდატურად პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, იღებდა სტიპენდიებს“.

„რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით. კონტექსტი არის ასეთი, რომ ეუთოს წევრი ქვეყნების უმცირესობამ – 57-დან 24-მა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით, – მოახდინეს ამ პროცესის ინიციირება“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, „პოლონეთი იყო მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ მისი ექსპერტი ყოფილიყო მომხსენებლად“.

ვრცლად


რელევანტური