ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა — Cnoba
ტვ ოდიში
სიახლე
13 Mar 2026, 12:55
ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით ნატო-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა. მისი განცხადებით, ნატო „სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს. ცნობისთვის, მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა […] The post ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა appeared first on ODISHINEWS.
ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
„პარასკევს დილით ნატო-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა.
მისი განცხადებით, ნატო „სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს.
ცნობისთვის, მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
The post ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა appeared first on ODISHINEWS.