თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 10:56

ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შედიოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ელემენტებმა გაანეიტრალეს. „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ და უყოყმანოდ მიიღება ყველა საჭირო ზომა. ინციდენტის ყველა ასპექტის გასარკვევად შესაბამის ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რეგიონში მიმდინარე ყველა მოვლენა ყურადღებით კონტროლდება და ფასდება, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. The post თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური