ნატო ადასტურებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა — Cnoba
ნატო ადასტურებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა. „ორშაბათს, 30 მარტს, ნატო-მ კვლავ წარმატებით მოიგერია ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა“, – აცხადებს ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი. მისი თქმით, „ნატო მზადაა მსგავს საფრთხეებს უპასუხოს და მოკავშირეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“. შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა. ეს ირანში ომის დაწყების შემდეგ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების მეოთხე შემთხვევაა. The post ნატო ადასტურებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.