მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – რა ხდება ტყიბულში?! — Cnoba
ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. „ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულში. რაც შეეხება გრძელვადიან სამუშაო პროცესს, ამჟამად სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა. შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავსახოთ სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა საქართველოს… The post მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – რა ხდება ტყიბულში?! appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.